გენტერული კვოტირება

რაქვიაშვილი კვოტირებაზე: შეურაცხმყოფელი წესია - მავნე, სოციალისტური იდეაა გადმოღებული

ცვლილება ძალიან მარტივია - ამოღებულია გენდერული კვოტების მთელი იდეა, ისევე როგორც დაფინანსების ნაწილი, რეგიონულ ნაწილში კვოტირება, ყველაფერი უქმდება [...] ეს არის უბრალოდ შეურაცხმყოფელი წესი. პირველი - ეს გულისხმობს, რომ ქალებს არ აქვთ საკმარისი უნარი და ცოდნა, რომ კონკურენცია გაუწიონ კაცებს და თანაბარ პირობებში, კვოტირების გარეშე ვერ გაიკეთებენ წარმატებულ კარიერას პოლიტიკაში. იმის ნაცვლად, რომ ვიამაყოთ, რომ რა, რა და ამ ქვეყანაში ქალებს პოლიტიკაში პრობლემა არ აქვთ, ჩვენ მთელ საზოგადოებას, ვუთხარით, რომ ქალებს ვჩაგრავთ[...] გადმოვიღეთ სრულიად მავნე, სოციალისტური იდეა, მემარცხენე ევროპიდან და რადგან იქ საბედნიეროდ, სულ რამდენიმე ქვეყანაში და აფრიკულ ქვეყნებში, დააჯერეს მოსახლეობა, რომ იქ ქალებს ჩაგრავენ, ეს მათი პრობლემაა - ჩვენც რაღაც ამდაგვარი გავაკეთეთ...

თუ ქალი საკმარისად კომპეტენტურია, ის მაინც მოხვდება სიაში[...] ჩვენს პარლამენტის დარბაზში მოხდა ზუსტად, როცა ერთმა დეპუტატმა მეორეს წამოაძახა, შე კვოტით შემოსულოო. ასეთი რაღაცები, რომ არ ხდებოდეს და ქალებს შეურაცხყოფას არ აყენებდნენ, შემოვიტანეთ ეს კანონპროექტი. 

თქვა გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ახალი კანონპროექტის განხილვისას. პარტია გირჩი გუშინ, 1 აპრილს გამოვიდა ინიციატივით, რომ საარჩევნო კოდექსში გაუქმდეს ყველა ის საკანონმდებლო ნორმა, რომელიც სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინებას ითხოვდა.

კომენტარები