ბაკურიანში მამაკაცის ცხედარი მაშველებმა თოვლის მასაში იპოვეს

ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი, ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად იპოვეს - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს

"სამუშაოებში ჩართული იყო 200-მდე მეხანძრე-მაშველი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, სამაშველო დრონები, კინოლოგთა სამსახური და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.

გარდაცვლილის ცხედარი მაშველების მიერ ამოყვანილია თოვლის მასიდან და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები" - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

ბაკურიანში ზვავი 28 მარტს ჩამოწვა. თოვლის მასაში დღემდე ეძებდნენ ერთ ადამიანს, ხოლო 4  28 მარტს გამოიყვანეს.

კომენტარები