ბაკურიანი

ბაკურიანში ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო ღონისძიებებში 200-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო

რადიო თავისუფლება

ბაკურიანში ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო ღონისძიებებში 200-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო. სამძებრო სამუშაოები გამთენიისას განახლდა. 

როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ეუბნებიან, სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი, დრონები, კინოლოგები და სხვა ტექნიკა. 

ცნობილია, რომ თოვლის მასაში ჯერ კიდევ არის ერთი ადამიანი მოყოლილი, ხოლო 4 - გამოყვანილია. ბაკურიანში ზვავი 28 მარტს ჩამოწვა. 

კომენტარები