ახალი რუსული კანონი

მდინარაძე: სწორი ტრადიციები გვაქვს, იქით ველაპარაკოთ პარტნიორებს, რომ ესეა სწორი, ხალხო

ჩვენს გვაწყობს, სუბიექტურადაც და ობიექტურადაც, რომ ერთი მხრივ, დავიცვათ ნებისმიერი განსხვავებული წესის მიუხედავად მათი უფლებები, და მეორე მხრივ, დავიცვათ ჩვენი ეროვნული იდენტობა, რაც ჩვენს სისხლშია, რაც ჩვენს რჯულშია, რაც არის ნამდვილი, არ შეგვიძლია კაცო, რომ ჩვენი იდენტობაც შევინარჩუნოთ და ისე გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს სრულყოფილი, სრულფასოვანი ნაწილი? 

დისტრიბუცია გავაკეთოთ ამ ჩვენი ეროვნული იდენტური თვისებების, ჩვენი კულტურის, ჩვენი სწორი წარმოდგენების, სწორი ტრადიციების დისტრიბუტორები ვიყოთ და იქით ველაპარაკოთ ჩვენს მეგობრებს, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, რომ ესეა სწორი, ხალხო, და არა ესე და პირიქით, აქ ვიყოთ უნიკალურები ამ საკითხებით და გამონაკლისები, კარგი გაგებით. 

ხომ შეიძლება, ასე, ეროვნულად, ქართულად დაალაგო ეს ამბავი და პირიქით, შეიძლება მართლები ვართ, ჰო? რაღა შეიძლება, მართლები ვართ, სწორი იდენტობა გვაქვს, სწორი ხედვა გვაქვს, ქართული ხედვა არის ამ საკითხებთან მიმართებით სწორი ხედვა და ნუ გვაიძულებენ, სხვანაირად ვიფიქროთ, დაგვანებონ თავი და ჩვენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გავხდებით ჩვენი ამ იდენტობით და ამიტომ, ნუ გვკრავენ ხელს, ჩვენი მოწოდება და თხოვნაა და ჩვენი სამართლიანი პრეტენზია გარკვეულ საკითხებთან მიმართებით.

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე რუსთავი ორის ეთერში, "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის" შესახებ დაანონსებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე

კომენტარები