რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

FT: რუსეთი ჩრდილოეთ კორეას გაეროს სანქციების მიუხედავად ნავთობს პირდაპირ აწვდის

Getty Images

როგორც გამოცემა Financial Times წერს, რუსეთმა ფხენიანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების მიუხედავად ჩრდილოეთ კორეისთვის ნავთობის პირდაპირ მიწოდება დაიწყო.

FT-ს თანახმად, რუსეთმა ნავთობის გაგზავნა 7 მარტს დაიწყო, რითაც 2017 წლიდან გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიერ ჩრდილოეთ კორეაზე ბირთვული იარაღის გამოცდის გამო დაწესებული სანქციები დაარღვია, რომლებსაც თავად მოსკოვმაც დაუჭირა მხარი.

გამოცემა ბრიტანეთის თავდაცვითი კვლევების გაერთიანებული სამეფო ინსტიტუტის (RUSI) მიერ მიწოდებულ სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ თვეში სულ მცირე ხუთი ჩრდილოკორეული ტანკერი იმყოფებოდა Порт Восто́чный-ში რათა ნავთობპროდქუტები გადაეადგილებინა.

„ნავთობის ეს მიწოდება სრულმასშტაბიან იერიშს შეადგენს სანქციების რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ახლა უკვე ჩამოშლის წკიპზეა“. - თქვა ჰიუ გრიფითსმა, ჩრდილოეთ კორეაზე დაწესებული სანქციების დამკვირვებელი გაეროს პანელის ყოფილა კოორდინატორმა.

გამოცემის ინფორმაციით, Порт Восто́чный-ში მისული ხომალდები ჩრდილოეთ კორეაში,  ჩონგჯინის პორტში დაბრუნდნენ, სადაც დატვირთული ნავთობი გადმოტვირთეს.

„გემები, რომლებიც რუსულ ტერმინალებში ვნახეთ, ჩრდილოეთ კორეის ფლოტში ყველაზე დიდი ტევადობის მქონე ხომალდების რიგს განეკუთვნება და ისინი პორტიდან პორტში გადაადგილდება. [...] მათ შორის რამდენიმე ხომალდი გაეროს მიერ აღრიცხულიც კია, რაც ნიშნავს, რომ საგარეო პორტებში შესვლის ნება არც კი უნდა ჰქონდეს დართული, არათუ ნავთობს გადაადგილებაში მონაწილეობდეს“. - თქვა ჯოზეფ ბირნმა, RUSI-s თანამშრომელმა.

RUSI-ს მკვლევართა გამოთვლებით, Порт Восто́чный-ის გავლით რამდენიმე კვირის განმავლობაში მიწოდებული ნავთობი 125 000 ბარელს უნდა შეადგენდეს, რაც მთლიანი წლიურად დასაშვები კვოტის მხოლოდ მეოთხედია.

გამოცემამ აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეამ წინა წლის აგვისტოში რუსეთისთვის საბრძოლო მასალის ათასობით კონტეინერის მიწოდება დაიწყო.

„ახლა შეგვიძლია ვნახოთ ვლადიმირ იარაღის ნავთობში გაცვლის თვალნათელი საბარტერო განლაგება, რომელიც ვლადიმირ პუტინის მიერ პირადად ხელმოწერილ სანქციებს ღიად უპირისპირდება, რაც ნათელყოფს უკანასკნელ წლებში რუსეთის ტრაექტორიას საერთაშორისო ამრევობიდან უკანონო სახელმწიფოობამდე“. - თქვა გრიფითსმა.

ბოლო დროს მედიაში გავრცელდა არაერთი ცნობა იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად რაკეტებს აწვდის. კრემლი ამ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს, ხოლო ჩრდილოეთ კორეა ცალსახად უსვამს ხაზს, რომ რუსეთს მსგავსი ტიპის შეიარაღებას არ აწვდის

მანამდე, 11 იანვარს, აშშ-მ სამი რუსული კომპანიისა და ერთი ინდივიდის წინააღმდეგ დააწესა სანქციები უკრაინაში ჩრდილოეთ კორეაში დამზადებული რაკეტების გამოყენებისთვის.

სანქციები შეეხო 224-ე საფრენ დანაყოფს, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიაა, რომელიც საჰაერო ძალებისგან წარმოიშვა და ზედამხედველობს საჰაერო ტვირთების გადაზიდვას. კომპანიის თვითმფრინავები, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, მონაწილეობდნენ ჩრდილოეთ კორეიდან ბალისტიკური რაკეტების რუსეთში გადატანაში.

კომენტარები