გიორგი გახარია

გახარია ოცნებაზე: საკონსტიტუციო უმრავლესობა კი არა, შეიძლება, 30%-საც ვერ მიუკაკუნონ

მე ასეთ პრინციპს ვემხრობი: რაც უფრო მეტად ამტკიცებენ, რომ მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვთ, მერწმუნეთ, მით უკეთესად იციან, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა კი არა, შეიძლება, 30%-საც ვერ მიუკაკუნონ. ამიტომ, რაც უფრო მეტს ხმაურიანად და ვითომ ეპატაჟურად იტყვიან, რომ "60%-ს მივუახლოვდით", ეს 60% კარგ შემთხვევაში 2-ზე და ცუდ შემთხვევაში მათთვის, 3-ზე გაყავით და ეს არის მათი რეალური რიცხვი.

თქვა პარტია საქართველოსთვის ლიდერმა და ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ ქართული ოცნების ბოლოდროინდელ განცხადებებზე, რომლის მიხედვითაც, მმართველი პარტია მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს.

კომენტარები