არჩევნები 2024

კობახიძე: დღევანდელი მოცემულობით საკონსტიტუციო უმრავლესობას ავიღებთ

დღევანდელი რეიტინგები არის ასეთი - ნაცმოძრაობა 18%, ყველა სხვა პარტია 5%-ს ქვემოთ, ანუ ესეთია დღევანდელი ოპოზიციური მოცემულობა. აქედან გამომდინარე, ისინი ხან დაჯგუფებას ცდილობენ, ხან სხვა გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა, ვხედავთ, რომ შიდა დაქსაქსულობაც არის მათი ერთერთი პრობლემა, უჭირთ გაერთიანება.

საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, რომ ჩვენ ოპტიმალური სურათით მივალთ არჩევნებამდე - იდეალური იქნება, თუ ნაცმოძრაობის ვერცერთი სატელიტი ვერ გადალახავს საარჩევნო ბარიერს, ჩვენ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართულმა ოცნებამ უნდა მიიღოს ნაცმოძრაობაზე სამჯერ მეტი ხმა. ეს არის ჩვენი ამოცანა, ეს არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა. დღევანდელი მონაცემები არის ზუსტად ასეთი - ჩვენ გვაქვს 60%-მდე, ნაცმოძრაობას 18%, რაც ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი მოცემულობით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას. ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ ის მხარდაჭერა, რომელიც გვაქვს საზოგადოებისგან.

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე.

კომენტარები