NATO-უკრაინა

NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე კიევს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია

WIKIPEDIA.ORG

NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერი კიევში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. რობ ბაუერის სტუმრობის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

"მე აქ NATO-ს სამხედრო დელეგაციის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პირველი ვიზიტით ჩამოვედი, რაც იმ ფაქტზე მიუთითებს, რომ NATO და უკრაინა ისე ახლოს არიან ერთმანეთთან, როგორც არასდროს" - თქვა რობ ბაუერმა. 

NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე კიევის უსაფრთხოების ფორუმს ესწრება, სადაც ის სიტყვით გამოვიდა. მან კიევის უსაფრთხოების ფორუმზე გამოხატა მადლიერება იმ შესაძლებლობის გამო, რომ ის ახლა კიევშია და უკრაინის პოლიტიკურ და სამხედრო მეთაურებს ხვდება. მისი თქმით, ყოველდღიურად NATO და უკრაინა უფრო და უფრო თავსებადები ხდებიან ბევრი მიმართულებით და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდეს. 

"შვედეთის დროშა არ იქნება ერთადერთი ლურჯი და ყვითელი დროშა NATO-ს შტაბბინაში" - თქვა რობ ბაუერმა.

კომენტარები