არჩევნები 2024

იონათამიშვილი ახალზე: ამბობდნენ, რომ პარტია უნდა შეექმნათ და მინიმარკეტის გახსნა ვიხილეთ

ეს იყო ძალიან დაბალი ხარისხის სატირა. მთელი ამდენი ხნის, თვეების მანძილზე აანონსებდნენ, რომ პოლიტიკური პარტია უნდა შეექმნათ და საბოლოო ჯამში, მინიმარკეტის გახსნის პრეზენტაცია ვიხილეთ, ამას უფრო მოგვაგონებდა ყველაფერი, რაც იქ ხდებოდა.

შემდეგ კიდევ, ვითომ ეს ორი ლიდერი ჰყავთ და ერთი მეორეს ექიშპებოდნენ, საუბარს არ აცდიდნენ და ა,შ. საზოგადოება იმასაც დაინახავდა, რომ სინამდვილეში რაღაცა თანაბარი ლიდერი კი არა, ბატონ-ყმობასთან უფრო გქონდა საქმე, ესეთი შთაბეჭდილება დარჩებოდა საზოგადოებას.

მეორე მხრივ, ამათ მაინც ერთი დირექტორი ჰყავთ და ყველა აღიარებს ამას. ეს დირექტორი ვინ არის? მიხეილ სააკაშვილი. 

ქართული ოცნების დეპუტატი რატი იონათამიშვილი რუსთავი ორის ეთერში, პარტია ახალის პრეზენტაციაზე.

კომენტარები