ლელო

ხაზარაძე: ერთ ქარხანას უთხრეს, თუ იქ ლელო პრეზენტაციას გამართავდა, პრობლემა შეექმნებოდათ

რამდენიმე დღის წინ, ჩვენ პრეზენტაცია უნდა გვქონოდა ერთ-ერთ საწარმოში, სადაც გულთბილად გველოდებოდნენ. თუმცა, ასეთი რამ მოხდა - მათ დაურეკეს და უთხრეს, რომ თუ მამუკა ხაზარაძე და პარტია ლელო თქვენთან სტუმრად მოვა, თქვენი ქარხანა პრობლემების ქვეშ იქნებაო.

აი, ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკა. ის არა მარტო განსხვავებულ აზრს ახშობს და ოპოზიციონერებს ებრძვის, არამედ ებრძვის ქართულ ბიზნესსა და იმ ხალხს, ვინც აქ სამუშაო ადგილებს ქმნის. ჩვენ საქართველოს დავიბრუნებთ - შევქმნით და აღმოვფხვრით 200 000 სამუშაო ადგილს, რომელიც ამ ქვეყანას დღეს უნდა ჰქონდეს. ნიჰილიზმს დავამარცხებთ. 

თქვა პარტია ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები