ჰუსიტების თავდასხმები წითელ ზღვაში

აშშ-მ და ბრიტანეთმა ჰუსიტების სამიზნეებზე მიიტანეს იერიში

Reuters Photo

აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალებმა იემენში ჰუსიტების სამიზნეებზე მიიტანეს იერიში. თავდასხმები ამერიკულმა და ბრიტანულმა ძალებმა იემენის საპორტო ქალაქებზე და დასავლეთ იემენის პატარა ქალაქებზე განახორციელეს. იემენური წყაროების მიხედვით, იერიშს 11 ადამიანი ემსხვერპლა და 14 დაშავდა. 

ჰუსიტებთან აფილირებული საინფორმაციო სააგენტო Al Masirah-ის ცნობით, თავდასხმების ძირითადი სამიზნე ქალაქ ჰოდეიდაში რას ისას პორტი იყო. ამ თავდასხმის შემდეგ რამდენიმე საათში აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ცნობით, ჰუსიტებმა ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ კომერციულ ხომალდს რაკეტები ესროლეს.

რამდენიმე დღის წინ ჰუსიტების თავდასხმებს წითელ ზღვაში სამი მეზღვაურის სიცოცხლე ემსხვერპლა. იერიში ასევე დაემთხვა მუსლიმებისთვის რამადანის წმინდა თვის პირველ დღეს. 

კომენტარები