რუსეთი-სამხრეთ კორეა

რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით სამხრეთ კორეის მოქალაქე დააკავეს

Евгений Епанчинцев/ ТАСС

რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით სამხრეთ კორეის მოქალაქე, პეკ ვონ სუნი დააკავეს. ამის შესახებ რუსული სამთავრობო გამოცემა ТАСС-ი სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით წერს

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთში სამხრეთ კორეის მოქალაქის წინააღმდეგ ჯაშუშობის საქმე აღიძრა.

როგორც გამოცემა რუსულ სამართალდამცავი ორგანოების მიხედვით წერს, პეკ ვონ სუნს უცხოური სპეცსამსახურებისთვის სახელმწიფოებრივი საიდუმლოებების მიწოდება ედება ბრალად. ბრალდებულის შესახებ სასამართლო მასალას გრიფით "სრულად საიდუმლო" აქვს მინიჭებული.

სამხრეთ კორეის მოქალაქე 2024 წლის დასაწყისში ვლადივოსტოკში გამოძიების მსვლელობის ფარგლებში დააკავეს და თებერვლის ბოლოს მოსკოვში, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. 

დღეს, 11 მარტს, სასამართლომ დაკავებულს დროებითი პატიმრობის ვადა 3 თვემდე, 15 ივლისამდე, გაუხანგრძლივა. 

კომენტარები