საქართველო-ევროკავშირი

პაპუაშვილი: გვაქვს 1 მკაცრი პრიორიტეტი EU-ს მიმართ – არ შეიფაროს ქართველი კრიმინალები

ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს კითხვების გაჩენას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ერთგულია ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი იმ ღირებულებების მიმართ, რომელსაც ჩვენ და ევროკავშირი სამართლებრივ სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის მხრივ ვიზიარებთ. ეს ეწინააღმდეგება 9 პრიორიტეტიდან პირველივე პრიორიტეტს დეზინფორმაციასთან დაკავშირებით - რა არის თუ არა დეზინფორმაცია, როდესაც ხდება ადეიშვილის წარმოჩენა ადამიანად, რომელთანაც შესაძლებელია მაღალ დიპლომატიურ დონეზე საუბარი. 

კიდევ უფრო დამაფიქრებელი იყო გერმანიის და ევროკავშირის საელჩოების განცხადებები, რომელიც წინა კვირას მოვისმინეთ [...] იყო მცდელობა კრიმინალ ადეიშვილთან ამ დონეზე შეხვედრების ნორმალიზებისა [...] ევროინტეგრაციის პროცესში საუბარი იყო ხან 12, ხან 9 პრიორიტეტზე ქართველი ხალხის მიმართ - ქართველ ხალხს აქვს ერთი, მაგრამ ძალიან მკაცრი პრიორიტეტი ევროკავშირთა მიმართებაში, ეს არის ის, რომ ევროკავშირი არ უნდა იქცეს სივრცედ, სადაც თავს აფარებენ ქართველი კრიმინალები. 

თქვა პარლამენტის თვმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირსა და გერმანიაში გამართულ შეხვედრებზე, რომლებშიც უკრაინის დელეგაციაში მყოფი ზურაბ ადეიშვილიც მონაწილეობდა. 

საქართველოს მთავრობა აღნიშულს განცხადებით გამოემხაურა, სადაც ის "ღრმა წუხილს და შეშფოთებას" გამოთქვამს "იმ დამოკიდებულების გამო, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება უკრაინის მეგობარი ქვეყნის - საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ ავლენს".

კომენტარები