ოსკარი

ოსკარი 2024: საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში ემა სტოუნმა გაიმარჯვა

ემა სტოუნი

ლოს-ანჯელესში 2024 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს.

საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში ემა სტოუნმა ფილმ Poor Things-ში შესრულებული როლისთვის ოსკარი მიიღო. 

მსახიობისთვის ეს რიგით მე-2 ოსკარია, სტოუნმა პირველი ჯილდო 2017 წელს La La Land-ში შესრულებული როლისთვის მოიპოვა.

Poor Things 4 ჯილდოთი მხოლოდ ოპენჰაიმერს ჩამოუვარდება, კრისტოფერ ნოლანის სურათს ამ დროისთვის 6 ოსკარი აქვს.

კომენტარები