ახალი რუსული კანონი

მეუფე იაკობი რუსულ კანონზე: დაიხუროს თემა – ღმერთმა ადამიანი მამაკაცად და დედაკაცად შექმნა

ვაჟი რომ გაგიჩნდება, როგორ გიხარია ქალს ხომ? გოგო რომ გეყოლება, როგორ გიხარია და მერე თურმე თვითონ ირჩევს, ვინ არის, ბიჭია თუ გოგოა. ამაზე ქართულ საზოგადოებაში დღესვე უნდა შედგეს საუბარი და ეს თემა საერთოდ უნდა დაიხუროს ქართველებისთვის - ეს უდიდესი სისულელეა, სხვა ქვეყნებში თუ მოსწონთ, იყვნენ ეგრე და ღმერთთან თავად აგონ პასუხი. ჩვენ ძველი დროიდან მოყოლებული ვიცით, რომ ადამიანი შექმნა ღმერთმა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა. რადგან მსოფლიოში არეულია და ადრე თუ გვიან ჩვენც მოგვადგებიან, ჩვენც გვეტყვიან, ეგრე გააკეთეთო. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ და რა გვინდა [...] სხვაგან არის მამრობითი, მდედრობითი და საშუალი სქესი - იქამდე მივედით, ვეღარ ერკვევიან სქესებში და გენდერებში. ჩვენთან კიდევ, ჩვეულებრივად, იფიქრებ, რომ ამ ამ ენაზე შექმნა და დაარქვა ადამმა ყველას თავისი სახელი. 

ჩვენთანაც პოლიტიკოსებმა, ეს იქნება დღევანდელი ხელისუფლება ვისაც მომავალში უნდა მოსვლა ხელისუფლებაში, უნდა დააფიქსირონ, როგორ უყურებენ ამას. პირდაპირ გეტყვით, ვინც დღეს ერიდება ამ თემაზე საუბარს, ჩვეულებრივი გამყიდველია [...] საუბარია იმაზე, თუ რა არ უნდა შემოგთავაზონ - ვიღაცას თავის ბინძურ გონებაში რაღად რომ მოაფიქრდება, არ უნდა გადმოვიტანოთ. ერთმა პოლიტიკაში მოსვლა რომ უნდა, ამ თემაზე რომ წავიდა საუბარი, თქვა, ეს რუსული ნარატივიაო - რუსი და არაქართველი შენ ხარ, როცა ასე ფიქრობ. ბავშვებს განვითარების ნება უნდა მივცეთ და არა ის, რომ ფსიქოლოგს ან ექიმს უთხრას, ასე არა, ისე ვგრძნობ თავსო, შეგიცვალონ და მშობელს ხმის ამოღების უფლებაც არ გქონდეს.

თქვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა დაკავშირებით ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ინიციატივასთან, რომელიც "საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს".

კომენტარები