მოკავშირეების იერიში ჰუსიტებზე

აშშ: წითელ ზღვასა და ადენის ყურეში ჰუსიტების 15 დრონი ჩამოვაგდეთ

წითელ ზღვაში F/A-18F Super Hornet-ი ხომადლი USS Dwight D. Eisenhower-იდან ასაფრენად ემზადება, 2024 წლის 13 თებერვალი.
Bernat Armangue/AP

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, წითელ ზღვასა და ადენის ყურეში იემენელი ჰუსიტების 15 ერთჯერადი გამოყენების დრონი ჩამოაგდეს. სარდლობის განცხადებაში წერია, რომ ტერორისტები მსხვილმასშტაბიან თავდასხმას აწყობდნენ და დრონების განეიტრალებით რეგიონში უსაფრთხოებას იცავენ.

"ირანის მხარდაჭერილმა ჰუსიტმა ტერორისტებმა წითელ ზღვასა და ადენის ყურეში საფრენი აპარატებით მსხვილმასშტაბიანი თავდასხმა მოაწყვეს. ცენტრალურმა სარდლობამ და კოალიციიის ძალებმა ერთჯერადი გამოყენების უპილოტო საფრენი აპარატები შენიშნეს და დაადგინეს, რომ რეგიონში სავაჭრო გემებისთვის, აშშ-ს საზღვაო ძალების ხომალდებისა და თვითმფრინავებისთვის გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენდნენ". - წერია სარდლობის განცხადებაში.

კომენტარები