ლიტვა

ლიტვის პრეზიდენტმა, რუსეთის მხარდამჭერ ბალერინა ილზე ლიეპას მოქალაქეობა ჩამოართვა

ილზე ლიეპე
ERR

ლიტვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას გადაწყვეტილებით, რუსეთის მხარდამჭერ ბალერინა ილზე ლიეპეს ლიტვის მოქალაქეობა ჩამოერთვა.

წარსულში, ერთ-ერთ ინტერვიუში ბალერინამ თქვა, რომ "არ მალავს თავის სიმპათიებს ვლადიმირ პუტინის მიმართ, უწოდებს ომს სპეციალურ ოპერაციას, ასევე ღიად სძულს დასავლური სამყარო და ფასეულობები". 

ლიეპასთან ერთად მოქალაქეობა ასევე ჩამოერთვა ბიზნესმენ იუდი კუდიმოვს, რომელიც "ლიტვის ეროვნული უშიშროების ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობას ეწეოდა". ლიტვის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თქმით, კუდიმოვმა, რომელმაც მოქალაქეობა 1998 წელს მიიღო, დამალა ის ფაქტი, რომ სსრკ-ს КГБ-ს ოფიცერი იყო.

რუსეთში გაზრდილმა ლიეპამ ლიტვის მოქალაქეობა 2000 წელს მიიღო. 

ლიტვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურა 2023 წლის ნოემბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ლიეპემ სახელმწიფოს მადისკრიმინირებელი განცხადებები გააკეთა.

კომენტარები