ირანი

ირანის არჩევნებში 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ყველაზე დაბალი აქტივობაა

GETTY IMAGES

1-ელ მარტს ირანში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგებს ამ დრომდე ითვლიან. გავრცელებული სტატისტიკით, 2024 წლის არჩევნებზე 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ყველაზე დაბალი აქტივობაა. გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნებზე ქვეყნის სრულწლოვანი მოქალაქეების 41% მივიდა. განსაკუთრებულად დაბალი აქტივობა დედაქალაქ თეირანში დაფიქსირდა. 

1-ელ ოქტომბერს ირანელი მოქალაქეები ერთდროულად ორ ბიულეტენზე აკეთებდნენ არჩევანს - ირჩევდნენ პარლამენტის წევრებს და ექსპერტთა ასამბლეის წევრებს. შიიტი სასულიერო პირებისგან შემდგარი ექსპერტთა ასამბლეა ირჩევს და ზედამხედველობას უწევს ირანის უზენაეს ლიდერს. 

აღნიშნული საპარლამენტო არჩევნები ირანში პირველია, რომელიც მაჰსა ამინის მკვლელობის შემდეგ ჩატარდა, რასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით პროტესტის დიდი ტალღა მოჰყვა. 

რეფორმისტი ოპოზიციონერების ნაწილი ამ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და მონაწილეობას არ იღებს. აიათოლა ალი ხამენეიმ არჩევნების წინ მოსახლეობას მოუწოდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ. 

კომენტარები