აშშ-მ ღაზაში საჰაერო სივრცით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების პირველი ოპერაცია ჩაატარა. ღაზაში პარაშუტების და სამი სამხედრო თვითმფრინავის საშუალებით დაახლოებით 30 000 ერთეული საკვები პროდუქტი გააგზავნეს.
აშშ-ს ცენტრალური სარდლობის პრესსპიკერის თქმით, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ოპერაციაში აშშ-ს C-130-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავები მონაწილეობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ოპერაცია პირველი ჰუმანიტარული დახმარებაა, რასაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აანონსებდა.
ოფიციალური ინფორმაციით, ღაზაში პარაშუტებით ჰუმანიტარული დახმარება 66 ნაწილად გაიგზავნა, რაც შეიცავს სხვადასხვა საჭმელს ღორის ხორცის გარეშე.