რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: უკანასკნელ 24 საათში კიდევ 4 რუსული დრონი ჩამოვაგდეთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, საჰაერო ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონების თავზე ოთხი რუსული შაჰიდის ტიპის დრონი ჩამოაგდეს.

უკრაინული რეგიონების მიმართულებით დრონები რუსული ქალაქებიდან, პრიმორსკო-ახტარსკიდან და კურსკისგან გაუშვეს. 

გარდა ამისა, უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა ოკუპირებული დონეცკის ოლქიდან და ბელგოროდის ოლქიდან უკრაინის მიმართულებით ხუთი С-300 ტიპის მართვადი რაკეტა გაუშვეს. უკრაინული მხარე არ აკონკრეტებს რომელი რეგიონები იყო რაკეტების სამიზნე.

პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, გასულ ღამით რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ 4 უკრაინული დრონი გაანადგურა.

მათივე ცნობით, ერთი უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა ბელგოროდის ოლქის თავზე, ხოლო კიდევ სამი დრონი - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში.

კომენტარები