რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი: გავანადგურეთ 4 უკრაინული დრონი

რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა Бук-ი
 Evgeny Biyatov

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, გასულ ღამით რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ 4 უკრაინული დრონი გაანადგურა.

მათივე ცნობით, ერთი უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა ბელგოროდის ოლქის თავზე, ხოლო კიდევ სამი დრონი - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში.

გარდა ამისა, რუსული ტელეგრამ-არხები წერენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სავარაუდოდ, სცადეს თავდასხმა იაკოვ სვერდლოვის სახელობის ქარხანაზე ძერჟინსკში, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და სარაკეტო თავდაცვის სისტემის ძირითადი კომპონენტების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია.

ძერჟინსკის მერმა ივან ნოსკოვმა აღნიშნა, რომ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

კომენტარები