ახალი რუსული კანონი

სარჯველაძე კანონპროექტზე: მნიშვნელოვანია მისი მოქმედება არასრულწლოვნებთან მიმართებით

საკითხი, რომელზედაც ვსაუბრობთ ["ფსევდოლიბერალობის პროპაგანდისგან" დაცვის კანონპროექტი] არის მნიშვნელოვანი. საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს აქვს არა მხოლოდ ინტერესი, არამედ კონკრეტული შეხედულებები ამ საკითხების ირგვლივ, ეს აწუხებს საზოგადოებას და ბუნებრივია, რომ ამ თემებზე საუბრის გახსნა, დისკუსიის გახსნა და ამ საკითხის რეგულირება არის უაღრესად დიდი მნიშვნელობის.

შესაბამისად, იქ არის საკითხები, რომლებიც პირადად ჩემთვის, მაგალითად, უკავშირდება იგივე არასრულწლოვნებთან მიმართებაში ამ კანონის მოქმედებას და ბევრი სხვა საკითხია, რომელზეც გვექნება, იმედი მაქვს, აქტიური და სიღრმისეული დისკუსია. ამის შემდეგ, გვექნება კონკრეტული კანონპროექტი, რომელიც დაარეგულირებს ამ საკითხებს.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც "საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს".

უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ფსევდოლიბერალური პროპაგანდის" შედეგად ახალგაზრდებს შორის "არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანთა რაოდენობის"  მზარდი ტენდენცია  შემაშფოთებელია.

კომენტარები