დღეს მსოფლიოში ფსევდოლიბერალები ილაშქრებენ ისეთი ტერმინების წინააღმდეგ, როგორიცაა დედა და მამა, ცოლი და ქმარი და ა.შ. ითხოვენ ე.წ. გენდერულად ნეიტრალური ტერმინოლოგიის დანერგვას, როგორიცაა მშობელი 1 და მშობელი 2 და ა.შ. ამის ლოგიკური გაგრძელება იქნება, მაგალითად, პასპორტიდან სქესის შესახებ ჩანაწერის ამოღება. ისინი საქართველოში ყოველწლიურად ცდილობენ, თავს მოგვახვიონ ე.წ. პრაიდი მაშინ, როდესაც სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტი ამას, სრულიად სამართლიანად, პროპაგანდად აღიქვამს და ე.წ. პრაიდის ჩატარების წინააღმდეგია. მეტიც, ამგვარი აგრესიული პროპაგანდა პირიქით, უარყოფითად მოქმედებს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების უფლებების დაცვაზე.
ახალი რუსული კანონი
მდინარაძე: ფსევდოლიბერალები ცდილობენ, თავს მოგვახვიონ ე.წ. პრაიდი – ეს პროპაგანდაა
tbl.ge/6pmy
დაკოპირდა
ამბობს უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. უმრავლესობის სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მმართველი გუნდი ორი კვირის ვადაში დააინიცირებს კანონპროექტს, რომელიც "საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს".
ამავე თემაზე
- გახარიას პარტიის წევრი: ოჯახურ ღირებულებებთან მიმართებით ოცნების სულისკვეთებას ვიზიარებ
- ოხანაშვილის თქმით, ვისაც კინოცენზურა არ მოეწონება, სასამართლო ეყოლება ეფექტიან მექანიზმად
- მდინარაძე: არატრადიციული ცხოვრების წესის თავს მოხვევას ყველამ თავი უნდა დაანებოს
- ქუთაისში განხილვაზე იკითხეს, თუ ჩაუტარდებათ გეებს თანამდებობაზე დანიშვნისას ექსპერტიზა
- არჩევნები, გარკვეულწილად, იქნება რეფერენდუმი ამ თემაზეც – პაპუაშვილი ლგბტ უფლებებზე