ღაზის სექტორი

იორდანიის მეფემ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა

thenationalnews.com

იორდანიის მეფე აბდულამ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. ის აკვირდებოდა არაბული და ფრანგული საჰაერო ძალების ოპერაციას, როდესაც ვერტმფრენებიდან ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი გადაყარეს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს იორანიის მეფე ერთ-ერთი ვერტმფრენის ბორტზე. 

ისრაელი-ჰამასის ომის მიმდინარეობის პარალელურად იორდანიიდან ღაზის მიმართულებით მიწოდებული ჰუმანიტარული დახმარების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 

რამდენიმე დღის წინ იორდანიის მეფე აბდულამ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისი უმძიმეს ფაზაშია და საჭიროა ჰუმანიტარული დახმარების მინიმუმ გაორმაგება. გაეროს მიხედვით, ღაზაში 500 000 ადამიანის სათანადოდ გამოსაკვებად დაახლოებით 1000 ტონა საკვების მიწოდებაა საჭირო. 

კომენტარები