2024 წლის პარიზის ოლიმპიადა

მატარებლიდან მოიპარეს ლეპტოპი, სადაც პარიზის ოლიმპიადის უსაფრთხოების გეგმა იყო ჩაწერილი

EPA

პარიზის ჩრდილოეთის სადგურში მატარებლიდან მოიპარეს ჩანთა, სადაც ინახებოდა ინფორმაცია პარიზის ოლიმპიადის უსაფრთხოების გეგმების შესახებ. მოპარულ ჩანთაში განთავსებული იყო ლეპტოპი და ორი მეხსიერების ბარათი, სადაც ჩაწერილია პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის უსაფრთხოების გეგმა.

პარიზის პოლიციის ინფორმაციით, მოპარული ჩანთა პარიზის მერიის თანამშრომელ ინჟინერს ეკუთვნის. ინჟინრის თქმით, მან მგზავრობისას თავისი ჩანთა სკამის ზემოთ არსებულ სათავსოში შეინახა. მან რეისის დაგვიანების გამო მატარებლის შეცვლა გადაწყვიტა, როდესაც აღმოაჩინა, რომ ჩანთა მოპარული იყო. პარიზის მერიას ამ თემაზე ჯერჯერობით მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

კომენტარები