საქართველოს ნაკრები

TKT.GE: ბილეთების გაყიდვა 45 წუთით გვიან დაიწყო, რაც რეკორდულმა მოთხოვნამ გამოიწვია

სქრინი TKT.GE-დან

TKT.GE-ს ინფორმაციით, საქართველოსა და ლუქსემბურის საფეხბურთო ნაკრებების თამაშის ბილეთების დაგვიანებითა და შეფერხებით გაყიდვა, ვებსაიტზე დაფიქსირებულმა რეკორდულმა მოთხოვნამ გამოიწვია.

27 თებერვალს, 12:00 საათზე, TKT.GE-ზე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩის, საქართველო-ლუქსემბურგის ბილეთების გაყიდვა უნდა დაწყებულიყო, თუმცა მომხმარებლებს ვებსაიტი დროებით მიუწვდომელი დახვდათ.

"გაყიდვების დაწყება დაყოვნდა 45 წუთით, რაც განპირობებული იყო ჩვენს საიტზე დაფიქსირებული რეკორდული მოთხოვნით - 2 მილიონი მოთხოვნა (Request) წუთში.

მყისიერი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების შემდეგ, მომხმარებლებს მიეცათ შესაძლებლობა ჩამდგარიყვნენ ონლაინ რიგში და დაეწყოთ ყიდვის პროცესი, რომელიც ამ მომენტითვისაც ყოველგვარი ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ პირველი შემთხვევაა, როდესაც ბილეთების გაყიდვა ხდება ყოველ ბილეთზე პირადი ინფორმაციის მითითებით, რის შედეგადაც შეიზღუდა გადამყიდველების აქტივობა საიტზე და ამის გამო საშუალოდ 5 წუთამდე გაიზარდა შესყიდვის პროცესის ხანგრძლივობა". - წერს TKT.GE

კომენტარები