რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში სამხედროების გაგზავნა არც საფრანგეთის პრემიერმინისტრმა გამორიცხა

გაბრიელ ატალი
ALAIN JOCARD/Getty Images

უკრაინაში ევროპელი სამხედროების გაგზავნა არ გამორიცხა საფრანგეთის პრემიერმინისტრმა, გაბრიელ ატალმაც. მისი თქმით, "ომში ვერაფერს გამორიცხავ".

ატალმა RTL-თან საუბრის დროს აღნიშნა, რომ უკრაინაში სამხედროების "ოფიციალურად" განლაგებასთან დაკავშირებით "კონსენსუსი არ არსებობს". 

"თუმცა, ვერანაირ დინამიკას ვერ გამოვრიცხავთ. ჩვენ გავაკეთებთ ნებისმიერ რამეს, რათა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი ამ ომში ვერ გაიმარჯვებს." – გაიმეორა ატალმა პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის სიტყვები.

ცნობა, რომ უკრაინაში სამხედროების გაგზავნა NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის განიხილებოდა, თავდაპირველად სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, რობერტ ფიცომ გაავრცელა, რაც შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმაც დაადასტურა. მაკრონის თქმით, ამ შესაძლებლობა ძალიან თავისუფლად და პირდაპირ" განიხილავენ. პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მწვავე დებატები გაიმართა და საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ მისულან.

კრემლში გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ თუ ევროპული ქვეყნები უკრაინაში სამხედროებს განალაგებენ, მაშინ NATO-სთან ომი გარდაუვალი გახდება.

კომენტარები