რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის საარტილერიო დაბომბვის შედეგად ქალაქ კოსტიანტინივკის რკინიგზის სადგური დაინგრა

უკრაინის ქალაქ კოსტიანტინივკის რკინიგზის სადგური

გუშინ რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ კოსტიანტინივკის საარტილერიო დაბომბვის შედეგად რკინიგზის სადგურისა და მასთან მდებარე შენობები ტერიტორია დაინგრა.

ასევე დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ ცდილობენ მეხანძრეები დანგრეულ რკინიგზის შენობაში ხანძრის ჩაქრობას.

გავრცელებული ცნობებით, ტერიტორიას KAB-250-ის მართვადი ბომბი დაეცა, რის შედეგადაც ერთი პირი დაშავდა, ხოლო ათეულობით საცხოვრებელი და კომერციული შენობა დაზიანდა.

კომენტარები