ქუთაისი

ქუთაისში კაცი დაჭრეს – გავრცელებული ინფორმაციით, ის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატია

ქუთაისის ცენტრში მამაკაცი დაჭრეს. ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, დაკავებულია 1 პირი, გამოძიება კი დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

როგორც ინტერპრესნიუსი წერს, არსებული ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი ქუთაისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატი, ზაქრო მამასახლისია.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ უძღოდა ყოფით ნიადაგზე დაპირისპირება, სავარაუდო დამნაშავე დაზარალებულის მეზობელია და მან კაცს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

კომენტარები