რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, რომ რუსების კიდევ ერთ პოლიგონზე მიიტანეს იერიში

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ავრცელებენ ცნობას ამ კვირაში უკვე მეორე პოლიგონზე მიტანილ იერიშზე. ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში მდებარე ობიექტზე, სავარაუდოდ სამხედრო მეთაურებიც იმყოფებოდნენ.

უკრაინის თავდაცვის ძალების სპიკერის, ნატალია გუმენიუკის თქმით, პოლიგონს სამჯერ დაარტყეს. მისივე ცნობით, ობიექტზე შეკრებილი რუსი სამხედროები ემზადებოდნენ იერიში მიეტანათ პუნქტ კრინკიზე, რომელზეც რუსეთის თავდაცვის მინისტრი ირწმუნებოდა, რომ "გაასუფთავეს". გუმენიუკმა აღნიშნა, რომ ოკუპანტებს გააჩნიათ რამდენიმე ლოკაცია, სადაც თავდასხმების მოსამზადებლად იკრიბებიან. სპიკერის თქმით, მსხვერპლის რაოდენობას ადგენენ.

შოიგუს მტკიცებით, კრინკი "გაასუფთავეს", რუსი ბლოგერებისა და უკრაინის თქმით – იტყუება

აქამდე პროექტმა DeepState-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსების პოლიგონზე მიტანილი იერიში იყო ასახული.

ამას გარდა, აქამდე 20 თებერვალს დარტყმა, რომელსაც უკრაინული წყაროების ცნობით, სულ მცირე, 60 რუსი სამხედრო ემსხვერპლა, კიდევ ერთ პოლიგონზე მიიტანეს.

 

კომენტარები