ისრაელი

იერუსალიმში ტერორისტულ თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და რვა დაიჭრა

Chaim Goldberg/FLASH90

იერუსალიმში მაგისტრალთან ტერორისტულ თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო რვა დაჭრილი შაარე ზედეკის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი მშვიდობიან მოსახლეობას პალესტინელმა ტერორისტებმა გაუხსნეს.  

იერუსალიმის სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლის ცნობით, თავდასხმის შედეგად გარდაცვლილია მაალე ადუმიმი და დაჭრილებიდან ორი მძიმე მდგომარეობაშია. 

იერუსალიმის პოლიციის ცნობით, სამმა პალესტინელმა თავდამსხმელმა ცეცხლი საცობში მდგომ ხალხს ავტომატური იარაღით გაუხსნა. ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა ორი თავდამსხმელი დანაშაულის ადგილზე მოკლა, ხოლო მესამე გაიქცა. რამდენიმე წუთში პოლიციამ მესამე თავდამსხმელიც გაანეიტრალა. 

კომენტარები