არჩევნები 2024

დაუშვილი: გვარამიასა და მელიასთან არც არჩევნებამდე, არც მის შემდეგ, არ ვითანამშრომლებთ

არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ მკაფიოდ, არანაირ გაერთიანებას არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტთან არ ვაპირებთ.

გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის 2024 წლის არჩევნებზე გადის დამოუკიდებლად. Ნებისმიერ სხვა ვერსიაზე საუბარი, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის, არის ტყუილი და “ოცნების” პროპაგანდის ნაწილი, რომლის მიზანიც ჩვენი დაზიანების მცდელობაა, Ჩვენი დაზიანება კი თანაბრად შედის როგორც კოლექტიური ოცნების”, ასევე კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ინტერესებში.

"ნაცმოძრაობასთან", მათ შორის ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიასთან, არც არ ჩევნებამდე, არც არჩევნების შემდეგ ჩვენს პარტიას არ ექნება არანაირი კავშირი და თანამშრომლობა, რადგან ჩვენ შორის არის ღირებულებითი სხვაობები, როგორც წარსულთან, ისე აწმყოსა და მომავალთან დაკავშირებით. 

ეს კამპანია გუშინ წამოიწყო ლევან ბეჟაშვილმა, გააგრძელა ნიკა გვარამიამ და ოცნებამ. ეს მავნე განცხადებები საეჭვოდ მოკლე დროში გარდაიქმნა პროდუქტად ოცნების პროპაგანდისტული მედიების ტყუილისათვის. 

“კოლექტიური ნაცმოძრაობა” და “კოლექტიური ოცნება” ერთად ცდილობს ჩვენს დაზიანებას, რადგან კარგად იციან, ვის უჭირავს ხელში მათი დამარცხების გასაღები.

საქართველოსთვის წევრი მიხეილ დაუშვილი ნიკა გვარამიას პასუხობს.

გვარამიამ 20 თებერვალს ტვ პირველის წამყვანის კითხვას, თუ ხედავს გიორგი გახარიას პარტიას საქართველოსთვის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სამთავრობო კოალაციაში, უპასუხა, რომ "ხედავს".

კომენტარები