ჰუსიტების თავდასხმები წითელ ზღვაში

ფრანგულმა საბრძოლო ხომალდებმა იემენიდან გაშვებული დრონები ჩამოაგდეს

Reuters

წითელ ზღვაში ფრანგულმა საბრძოლო ხომალდებმა იემენიდან გაშვებული დრონები ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ დრონების ჩამოგდების ამსახველ კადრებთან ერთად გაავრცელა.

გავრცელებულ ჩანაწერში ფრანგულ საბრძოლო ხომალდთან დიდი აფეთქება ჩანს. კადრები წითელ ზღვაში საფრანგეთის პატრულირებადი ბაზებიდან არის გადაღებული. 

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, ფრანგულმა მრავალფუნქციურმა საბრძოლო ხომალდებმა რამდენიმე დრონი დააფიქსირეს და გაანადგურეს. ფრანგულ მხარეს არ გაუვრცელებია დამატებით ინფორმაცია ჩამოგდებული დრონების ტიპების შესახებ. 

კომენტარები