არჩევნები 2024

ჩერგოლეიშვილი: ყველა ბიძინას ღირსად მიმაჩნიხართ, ვინც გვარამიას გვერდით უდგებით

ყველას პოლიტიკური წონა საპნის ბუშტივით უნდა გაქრეს, ვინც ეს წონა არა თავისუფალი კონკურენციით, არამედ კონკურენტების უწესო შეზღუდვით, შანტაჟით, ტყუილებით და ბელადის ამორალური დავალებების უსიტყვო შესრულებით აკრიფა.

ყველა ბიძინას ღირსად მიმაჩნიხართ, ვინც გვარამიას გვერდით უდგებით.

სულ ყველაფერს რომ თავი დავანებო, [გვარამია] თვეების განმავლობაში სამარცხვინო დრამას დგამდა, გატყუებდათ და ისტერიკებს მართავდა, რომ სააკაშვილი კვდება და ამას აბრალებდა საქართველოს მოქალაქეებს.

ამ შეურაცხყოფას აკადრებთ ქართველ ხალხს, თავად ჭამთ კოვზით და მოითხოვთ, საქართველოს მოქალაქეებმა პატივი გცენ და დაგიჯერონ, რომ თქვენ ვინმე ზარქუაზე, ან ვინმე კობახიძეზე უკეთესები იქნებით.

წერს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები