UFC

მადრიდის რეალი ილია თოფურიას UFC-ის ჩემპიონობას ულოცავს

Mike Roach/Getty Images

საფეხბურთო კლუბმა მადრიდის რეალმა ილია თოფურიას UFC-ის ჩემპიონობა მიულოცა.

"გილოცავთ ესპანური სპორტისთვის შენს ისტორიულ ტრიუმფს. ვამაყობთ, რომ შენაირი დიდებული მადრიდისტა UFC-ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა". - დაწერა საფეხბურთო კლუბმა Instagram-ზე. 

ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის კატეგორიის ჩემპიონი გახდა. მებრძოლმა ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა

კომენტარები