მიუნხენის უსაფრთოების კონფერენცია

ზურაბიშვილი: რუსეთს უნდა შეეშალოს ხელი, გახდეს ექსკლუზიური ძალა შავი ზღვის რეგიონში

არსებობს უსაფრთხოების აუცილებლობა. ეს არის ერთადერთი პერსპეტივა ქვეყნისთვის, რომელიც იზიარებს ევროკავშირის ღირებულებებს. დღეს მთავარი საკითხი არის უსაფრთხოება. ევროკავშირმა უნდა იგრძნოს უსაფრთხოების საჭიროება. 

რასაც რუსეთი ახლა აკეთებს, არის ის, რაც დააანონსა 2007-ში, რომ არ მისცემდა დასავლეთს შესაძლებლობას შავი ზღვის რეგიონში შესულიყო. ამას მოჰყვა 2008 წლის მოვლენები საქართველოში, ყირიმი - ორივე შავი ზღვის ტერიტორიაა და შემდეგ ომი უკრაინაში. 

ევროკავშირისა და საქართველოს ინტერესებისთვის, კავშირისთვის, მნიშვნელოვანია, ხელი შეეშალოს რუსეთს გახდეს ექსკლუზიური ძალა, რასაც ის ცდილობს. ეს მნიშნელოვანია სამომავლოდაც, რადგან კომუნიკაცია გახდება ძალიან მნიშვნელოვანი მომავალ წლებში და ათწლეულებში ტრანსპორტის, ენერგიის უსაფრთხოებისთვის. 

თქვა სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. 

კომენტარები