ალექსეი ნავალნის სიკვდილი

Meduza: რუსეთში, ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

SOTA

რუსული დამოუკიდებელი მედია Meduza რუსულ უფლებადამცველ ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე, რომებიც რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში გაიმართა, მინიმუმ 102 ადამიანი დააკავეს. 

სანქტ-პეტერბურგში პოლიციამ დაარბია ადამიანები, ვინც მივიდნენ ვოსკრესენსკაიას სანაპიროზე პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლთან. ამასთან, როგორც Zaks.ru წერს ათამდე დაკავებულს შორისაა ორი ჟურნალისტი - Novaya Gazeta-ს ფოტოგრაფი ალექსეი დუშუტინი და RusNews-ის ჟურნალისტი ელინა კოზიჩი. მოგვიანებით პეტერბურგის საკანონმდებლო ასამბლეის დეპუტატმა ბორის ვიშნევსკიმ აღნიშნა, რომ პოლიციამ ჟურნალისტები გაათავისუფლა. მთლიანობაში, სანქტ-პეტერბურგში სულ მცირე 20 ადამიანი დააკავეს. როგორც რუსული დამოუკიდებელი მედია წერს, რამდენიმე მათგანს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა. 

გარდა ამისა, პოლიციამ აქციებზე შეკრებილი ხალხი დააკავა ჩებოქსარში, მოსკოვში, ბელგოროდში, ტვერში, ნიჟნი ნოვგოროდში.

ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი შეკრებები რუსეთის და მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თბილისშიც გაიმართა.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, პატიმრობაშ გარდაიცვალა.

კომენტარები