ალექსეი ნავალნის სიკვდილი

მოსკოვსა და პეტერბურგში პოლიცია ნავალნის მომხრეებს შეკრებას უშლის, არიან დაკავებულები

პოლიცია სანქტ-პეტერბურგის ქუჩებში
Commersant

მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში სამართალდამცავები ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ მიტინგებზე მოსახლეობას მისვლას უშლის.

მოსკოვში ნავალნის მხარდამჭერები პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლების მემორიალთან, სოლოვეცკის ქვასთან შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც მოსახლეობას შეკრებაში ხელს უშლის. დამოუკიდებელი მედიის ცნობით, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, ერთ მათგანს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა.

გარდა ამისა, ხალხი ცდილობდა სანქტ-პეტერბურგში, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლების მემორიალთან შეკრებას. მომიტინგეები პოლიციამ დაშალა.

ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი შეკრებები რუსეთის და მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თბილისშიც გაიმართა.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, პატიმრობაშ გარდაიცვალა.

კომენტარები