ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი იძლევა რჩევებს როგორ ააგოთ საჯარო სიტყვა

ნინო წილოსანი

ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელ TikTok-ზე ვიდეოს ავრეცელებს, სადაც საჯარო გამოსვლასთან დაკავშირებით 3 რჩევას იძლევა. 

"პირველი, წარმოიდგინეთ, რომ ესაუბრებით თქვენ მეგობარს ან ახლობელს და ის დისკომფორტი, რომელიც საჯარო გამოსვლის დროს არსებობს გარკვეულ წილად გაგინეიტრალდებათ. მეორე, არ დამალოთ ემოცია, რადგან სტატიკურად მოსაუბრე ადამიანი გარკვეულ წილად ხელოვნურია და არ იწვევს აუდიტორიას კომუნიკაციაში ჩართვისკენ, და მესამე, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ზიხართ აუდიტორიის მხარეს და რაზე გენდომებოდათ რომ ესაუბრა თქვენს სპიკერს და რა გენდომებოდათ რომ გაგეგოთ, ამ პრინციპით ააგეთ თქვენი სიტყვა".-ამბობს წილოსანი ვიდეოში. 

მისი თქმით, ამ და სხვა თემებზე, როგორიცაა სხეულის ენა და მსმენელისთვის შეტყობინებების სწორად გადმოცემა, რჩევებს კიდევ შემოგვთავაზებს. 

კომენტარები