პუტინის რუსეთი

რუსულ ქალაქში ტაკერ კარლსონის პუტინის ინტერვიუს ჩანაწერის უფასო ჩვენება იგეგმება

ტაკერ კარლსონი და ვლადიმირ პუტინი
Moldova.md

რუსეთის ქალაქ ვოლოგდაში, მერ სერგეი ვოროპანოვის ინიციატივით, ტაკერ კარლსონის მიერ პუტინისთვის ჩამორთმეული ინტერვიუს ჩანაწერის ჩვენება იგეგმება.

ვოროპანოვის თქმით პუტინის ინტერვიუზე "მთელი მსოფლიო მსჯელობს" და უცხოურ სოციალურ ქსელებში ნახვები "მილიარდს აჭარბებს".

მერის განმარტებით ვოლოგდას მოსახლეობის ნაწილმა ინტერვიუ ონლაინ ვერ ნახა და მათთვის კინოთეატრში განმეორებით ჩვენების მოწყობა აუცილებელია.

კომენტარები