რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NATO უკრაინას მილიონ დრონს გადასცემს - სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი
Gints Ivuskans/AFP

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა შეხვედრაზე თქვა, რომ უკრაინისთვის მილიონი დრონის გადაცემა გადაწყვიტეს. 

"NATO-ს წევრთა ჯგუფმა უკრაინისთვის მილიონი დრონის გადაცემა დაისახა მიზნად". - თქვა სტოლტენბერგმა. 

მხარეები გადაწყვეტილებაზე ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმდნენ, თავდაპირველად რამშტაინის ფორმატში და შემდეგ უკრაინა-NATO-ს საბჭოს ფორმატში. 

"უკანასკნელ დღეებში, მოკავშირეების მხრიდან უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით ახალი ვალდებულებები ვიხილეთ". - თქვა გენერალურმა მდივანმა. 

სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ NATO უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების ერთადერთი წყაროა. ამასთან, მისი თქმით, სამხედრო დახმარებაში მოწინავე როლს არა აშშ, არამედ ევროკავშირის ქვეყნები ასრულებენ. 

"ერთიანობაში, NATO-ს წევრები სამხედრო დახმარების დაახლოებით 99%-ს უზრუნველყოფენ". - თქვა სტოლტენბერგმა. 

კომენტარები