ჰოლივუდი

2026 წლიდან ოსკარის დაჯილდოებას საუკეთესო კასტინგის რეჟისორის კატეგორია დაემატება

Variety

2026 წლიდან ამერიკის კინოაკადემია ოსკარის დაჯილდოებაზე ახალი კატეგორიის დამატებას გეგმავს. ნომინაციებსა და შესაბამისად ოქროს ქანდაკებებს კასტინგის რეჟისორები მიიღებენ.

კასტინგის რეჟისორი პასუხისმგებელია სამსახიობო შემადგენლობის შერჩევაზე. მისი მოვალეობაა ფილმისთვის შეარჩიოს მთავარი და მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებლები, ასევე მასიურ სცენებში დაკავებული მსახიობები.

"აკადემია განაგრძობს წინსვლას. სიამაყით გვსურს განვაცხადოთ, რომ კასტინგის რეჟისორები მომავალში უფრო დაფასდებიან და ჯილდოებს მიიღებენ". – წერია აკადემიის ხელმძღვანელების, ბილ კრამერისა და ჯანეტ იანგის განცხადებაში.

კასტინგის რეჟისორები ახლო წარსულში ამერიკის კინოაკადემიას შესაბამისი კატეგორიის დამატებას სთხოვდნენ.

კომენტარები