არჩევნები 2024

მანჯგალაძე: ქართულ ოცნებას ვურჩევ, ოპოზიციაში გადასასვლელად მოემზადონ

ქართული ოცნება ფსიქოლოგიურად ვერ შეეგუა აზრს, რომ შეიძლება, ხვალ ხელისუფლების გარეშე დარჩეს. მე მათ ვურჩევ, ოპოზიციაში გადასასვლელად მოემზადონ. ირაკლი კობახიძე ოცნების ბოლო პრემიერმინისტრი იქნება, რომელიც მთავრობას დემოკრატიულად არჩეულ ოპოზიციას გადააბარებს - მე ამაში დარწმუნებული ვარ.

მათ ზემოქმედებისა და არჩევნების გაყალბების ცალკეული მცდელობები ექნებათ, მაგრამ ოპოზიციაში ვმუშაობთ, რომ ხელისუფლებამ ესეც ვერ შეძლოს და ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს.

თქვა სტრატეგია აღმაშენებლისა და გამარჯვების პლატფორმის წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

კომენტარები