არჩევნები 2024

იონათამიშვილი: ლელო არის პარტია, რომელსაც წევრი უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე მხარდამჭერი

ლელო არის პარტია, რომელსაც წევრი უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე მხარდამჭერი. ანუ, მათი წევრებიც კი სხვა პარტიას უჭერენ ხოლმე მხარს. შესაბამისად, სრული ფანტასმაგორიაა, როდესაც ლელო ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბრობს.

აქ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი, რომ კოლექტიურ ნაცმოძრაობა ერთიმეორის იმედად არის, მაგრამ ეს იმედიც ფუჭია, რადგან ამ ადამიანების ბიოგრაფია, კრიმინალური წარსული და მათი საქართველოს მიმართ მტრობა არის ის, რის გამოც ჩვენი მოსახლეობა ოქტომბრის არჩევნებზე მათ ძალიან მტკივნეულ შედეგს მიანიჭებს.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა პარტია ლელოზე საუბრისას.

კომენტარები