ავარია

24 წლის კენიელი მსოფლიო ჩემპიონი მორბენალი ავარიაში დაიღუპა

კელვინ კიპტუმი
ESPN

მსოფლიო ჩემპიონი მორბენალი კელვინ კიპტუმი ავარიაში დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევა კენიის რეგიონ კაპტაგატში მოხდა.

24 წლის კიპტუმთან ერთად დაიღუპა მისი მწვრთნელი, რუანდელი ჯერვაის ჰაკიზიმანა. 

კიპტუმი მსოფლიო სპორტული გამოცემების ყურადღების ცენტრში 2023 წელს მოექცა, როდესაც თავისი თანამოქალაქე, ლეგენდარული მარათონელი ელიოტ კიპჩოგე დაამარცხა.

მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის გარდა კიპტუმს ასევე დამყარებული აქვს მსოფლიო რეკორდი ჩიკაგოს მარათონზე. მორბენალი ფინიშთან 2 საათსა და 35 წამში მივიდა.

კელვინ კიპტუმი კენიის ოლიმპიური ნაკრების განაცხადში იყო და პარიზის ოლიმპიადაზე ასპარეზობას აპირებდა.

კომენტარები