NATO

"საფრთხეს უქმნის ამერიკელ და ევროპელ სამხედროებს" - სტოლტენბერგი ტრამპის სიტყვებს ეხმაურება

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ესაუბრება, ინგლისი, 4 დეკემბერი, 2019
AP Photo/Francisco Seco, File

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გამოეხმაურა აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, რომელმაც თქვა, რომ რუსეთს შეუძლია "რა ჯანდაბაც უნდა, ის უქნას" ალიანსის იმ წევრებს, რომლებიც თავდაცვის ბიუჯეტისთვის არასაკმარის თანხებს გამოყოფენ.

სტოლტენბერგის თქმით, მსგავსი განცხადებები საფრთხის ქვეშ აყენებს ამერიკელ და ევროპელ სამხედროებს.

"ნებისმიერი წინადადება, რომ მოკავშირეები ერთმანეთს არ დაიცავენ, ძირს უთხრის ჩვენს, მათ შორის აშშ-ს უსაფრთხოებას და მზარდ საფრთხეს უქმნის ამერიკელ და ევროპელ ჯარისკაცებს". - თქვა სტოლტენბერგმა.

აქამდე, 10 თებერვალს დონალდ ტრამპმა საკუთარი კამპანიის ყრილობის დროს გაიხსენა შემთხვევა, როცა NATO-ს ერთ-ერთ წევრს უთხრა, რომ რუსეთს "წაახალისებდა" თავის ნებაზე მოპყრობოდნენ ალიანსის ქვეყნებს, რომლებიც "უპასუხისმგებლოები" არიან.

"არ ხარჯავ ფულს? უპასუხისმგებლო ხარ? არა, მე არ დაგიცავ. სინამდვილეში, მე წავახალისებ მათ, რომ გააკეთონ რა ჯანდაბაც უნდათ. შენ ფული უნდა დახარჯო". - გაიხსენა ტრამპმა საკუთარი სიტყვები.

ტრამპის სიტყვები დაგმო პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმაც.

კომენტარები