უკრაინა

უკრაინის სახმელეთო ძალების ახალი მეთაური ოლექსანდრ პავლიუკი გახდა

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი ოლექსანდრ პავლიუკი
Apostroph

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის თანამდებობაზე გენერალ-ლეიტენანტი ოლექსანდრ პავლიუკი დაინიშნა.

შესაბამის ბრძანებას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა ხელი.

ცოტა ხნით ადრე, პავლიუკი მინისტრთა კაბინეტმა თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა. 

აქამდე უკრაინის სახმელეთო ჯარებს ოლექსანდრ სირსკი ხელმძღვანელობდა, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი გახდა. სირსკიმ პოსტზე ვალერი ზალუჟნი ჩაანაცვლა.

კომენტარები