ოკუპირებული ცხინვალი

ოკუპირებულ ცხინვალში ჩეჩნეთიდან დელეგაცია ჩავა, კადიროვმა მარიონეტებს 10 УАЗ-Патриот-ი აჩუქა

რამზან კადიროვი და ალან გაგლოევი  

ოკუპირებულ ცხინვალში ჩეჩნეთიდან ოფიციალურ დელეგაციას ელიან

დელეგაციის მეთაური იქნება ჩეჩნეთის ეროვნული პოლიტიკის, საგარე კავშირებისა და ინფორმაციის მინისტრი, ახმედ დუდაევი.

დელეგაციის წევრები მარიონეტულ რეჟიმს გადასცემენ 10 ავტომობილ УАЗ-Патриот-ს. ამას გარდა, მარიონეტების ცნობით, ჩეჩნეთი მათ ე.წ. სამართალდამცავი სტრუქტურების ფორმებისთვის ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს. ასევე ნათქვამია, რომ რამზან კადიროვის ფონდი ოკუპირებულ რეგიონში დააფინანსებს სოციალური ობიექტის შენებასაც.

აქამდე, 6 თებერვალს ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა დაბადების დღე მიულოცა მარიონეტ მეთაურ ალან გაგლოევს.

გასული წლის მაისში გაგლოევი კადიროვს გროზნოში ვიზიტის დროს შეხვდა.

კომენტარები