აშშ-კატარი

Al Arabiya: კატარი და აშშ ჰამასის ლიდერების დოჰადან გაძევების გეგმაზე მუშაობენ

Jacquelyn Martin / POOL / AFP

აშშ-ს და კატარის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ დოჰადან ჰამასის ლიდერების სამართლებრივად გაძევების გზებზე იმუშავებენ. ინფორმაცია ამის შესახებ, საუდის არაბეთის Al Arabiya-მ გაავრცელა

ჰამასის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე დოჰაში ცხოვრობს. მასთან ერთად კატარში ჰამასის სხვა ლიდერებიც ცხოვრობენ, როგორებიცაა მაღალი თანამდებობის პირები მუსა აბუ მარზუკი და ხალედ მაშალი. 

ჰამასის ერთადერთი ლიდერი, რომელიც, როგორც ცნობილია, ამ დრომდე ღაზის სექტორის ტერიტორიაზე იმყოფება, იაჰია ალ-სინვარია. 

კომენტარები