სამთავრობო ცვლილებები

წილოსანი: იყო მომენტები, კობახიძის ფაქტორი რომ არა, მდგრადობა უზრუნველყოფილი ვერ იქნებოდა

გულწრფელად მინდა გითხრათ, ამ გაანალიზებული და მოყოლილი 8 წლის პერიოდში [კობახიძის საპარლამენტო საქმიანობა] არაერთი რთული მომენტი გავიარეთ, ბევრი სიბინძურე იყო, ცრუ ბრალდებები და ტალახი. პირადად ირაკლი კობახიძე იყო ოპოზიციის ნომერ პირველი სამიზნე და რომ არა მისი ინტელექტუალური და ემოციური მდგრადობა,  მისი გონიერება და პოლიტიკური ალღო და რაც მთავარია, მისი პატრიოტიზმი, რთული იქნებოდა ჩვენს საპარლამენტო გუნდს ეს სირთულეები გადაელახა. დამეთანხმებიან კოლეგები, ყოფილა მომენტები, როდესაც ირაკლი კობახიძის ფაქტორი რომ არა, საპარლამენტო უმრავლესობის მდგრადობა ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილიყო, იმიტომ რომ ჩვენ ვენდობოდით და ვიცოდით, რომ ყველა ნაბიჯი იქნებოდა სწორი და სახელმწიფოებრივ ინტერესებში. მე მინდა მადლობა გადავუხადო ირაკლი კობახიძეს თავისი საპარლამენტო საქმიანობისთვის, თავისი ქვეყნის სიყვარულისთვის, გამძლეობისთვის, ადამიანობისა და მეგობრობისთვის, წარმატებები ახალ პოზიციაზე თქვენს გუნდთან ერთად.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი, პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე, სადაც საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას უნდა უყარონ კენჭი.

კომენტარები